განათლების ცენტრის მეხუთე კონფერენცია


2011 წლის 29 ოქტომბერი
საპატრიარქო

წმიდა ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელების სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში გაიმართა საპატრიარქოს სკოლების საღვთო სჯულის პედადგოგთა კონფერენცია-სემინარი, რომელსაც ესწრებოდნენ:
განათლების ცენტრის თავმჯდომარე, მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი);
საპატრიარქოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების კოორდინატორი, დეკანოზი ბიძინა (გუნია);
განათლების სამინისტროსა და საჯარო სკოლებთან ურთიერთობის კოორდინატორი, წმიდა ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელების სახელობის მართმადიდებლური სკოლის საღთო სჯულის პედაგოგი, დიაკონი ნოე გუგუციძე;
პროგრამების და სახელმძღვანელოების კოორდინატორი მანანა ოვაშვილი;
დამამთავრებელი კლასების კურატორი ლევან ქურდიანი;
დაწყებითი კლასების კურატორი ნათია ფალიანი;
განათლების ცენტრის თავმჯდომარის მდივანი ლეილა-ანა არჯევანიძე;
საღვთო სჯულის სახელმძღვანელოების ავტორები: თამარ შაკიაშვილი, მანანა-ნინო აფრიდონიძე, ნანა ჩარკვიანი;
საპატრიარქოსთან არსებული სკოლების 47 პედაგოგ-მასწავლებელი და მოძღვრები.
ქამანაია -სა საღვტ
B სემინარი გახსნა მეუფე იოანემ, რომელმაც აღნიშნა, რომ შეკრების მიზანია შემუშავდეს საღვთო სჯულის სწავლების ერთიანი პროგრამა და სტანდარტი, რათა ის, რაც ისწავლება ამ საგნით, არ იყოს ბავშებისთვის განყენებული დისციპლინა, არამედ კავშირში იყოს სხვა საგნებთან. მეუფემ სთხოვა პედაგოგებს გამოაგზავნონ საღვთო სჯულის თავიანთი პროგრამები და მოსაზრებები ამ საგნის სწავლების შესახებ.
სემინარზე ავტორებმა წარმოადგინეს საღვთო სჯულის აქამდე არსებული და განათლების ცენტრის მიერ შექმნილი ახალი სახელმძღვანელოები. განიხილეს მათი სწავლების მეთოდიკა. პედაგოგებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და შეხედულებები სახელმძღვანელოების, პროგრამების, საათობრივი დატვირთვის და ამ საგნის შეფასების შესახებ.
გადაწყდა:
1.საპატრიარქოს სკოლებში საღვთო სჯულის გაკვეთილების რაოდენობა იყოს კვირაში 2-3 საათი;
2. შეფასება მოხდეს ჩათვლით.
3. ყველა პედაგოგმა გამოაგზავნოს თავისი პროგრამა, რათა მოხდეს მათი შეჯერება და ერთიანი პროგრამის ჩამოყალიბება საპატრიარქოს სკოლებისთვის.

* * *

 

 


ინფორმაცია

საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი სასწავლებლები

საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ სასწავლებლებს განათლების ცენტრი კურირებს ...

ვრცლად

საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი სკოლები

საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ სკოლებს განათლების ცენტრი კურირებს ...

ვრცლად

პედაგოგთა კონფერენციების მასალები

29
ოქტ.

პედაგოგთა V კონფერენცია საპატრიარქოში (29 ოქტომბერი 2011)

პედაგოგთა V კონფერენცია-სემინარის შესახებ ინფორმაცია, მოხსენებების ტექსტები, ფოტო- და ვიდეო-მასალა.

29
აპრ.

პედაგოგთა IV კონფერენცია საპატრიარქოში (29 აპრილი 2011 წ.)

პედაგოგთა IV კონფერენცია-სემინარის შესახებ ინფორმაცია, მოხსენებების ტექსტები, ფოტო- და ვიდეო-მასალა.

17
იანვ.

პედაგოგთა III კონფერენცია საპატრიარქოში (17 იანვარი 2011 წ.)

პედაგოგთა III კონფერენცია-სემინარის შესახებ ინფორმაცია, მოხსენებების ტექსტები, ფოტო- და ვიდეო-მასალა.

07
ივნისი

პედაგოგთა II კონფერენცია საპატრიარქოში (7 ივნისი 2010 წ.)

პედაგოგთა II კონფერენცია-სემინარის შესახებ ინფორმაცია, მოხსენებების ტექსტები, ფოტო- და ვიდეო-მასალა.

17
მაისი

პედაგოგთა I კონფერენცია საპატრიარქოში (17-18 მაისი 2010)

პედაგოგთა I კონფერენცია-სემინარის შესახებ ინფორმაცია, მოხსენებების ტექსტები, ფოტო- და ვიდეო-მასალა.

28
დეკემ.

პედაგოგთა I შეკრება საპატრიარქოში (28 დეკემბერი 2009)

პედაგოგთა I შეკრების შესახებ ინფორმაცია.

ჩვენი მისამართია

ქ. თბილისი. საქართველოს საპატრიარქო,
ერეკლე II-ს მოედანი #1., ოთახი #306.
ტელ./ფაქსი - 8-32-298-89-78;
magtipix - 8-790-309-991.