განათლების ცენტრის კურატორთა მიერ
2009-2011 წწ.-ში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები


საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრში 2009 წლიდან მუშაობს საპატრიარქოსთან არსებული სკოლების (გიმნაზიების) მონიტორინგის ჯგუფი. მის სამუშაო გეგმად თავიდანვე დაისახა საპატრიარქოსთან არსებული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების (გიმნაზიების) მონახულება, მათში არსებული ვითარების ადგილზევე შესწავლა (საგაკვეთილო პროცესზე დასწრება, არსებული გეგმებისა და პროგრამების გაცნობა), მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა. ასევე დაიგეგმა სემინარებისა და კონფერენციების მოწყობა, რომელთა საშუალებითაც მოხდებოდა არსებული გამოცდილების ურთიერთგაზიარება და რაც უმნიშვნელოვანესია, საერთო, ერთიანი სასწავლო გეგმისა და სტანდარტის შემუშავება.

2009-2010 და 2010-2011 სასწავლო წლების განმავლობაში ხდებოდა სკოლების ნაწილის მონიტორინგი, რომლის არეალიც აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიით შემოიფარგლა.
ამ პერიოდში მონიტორინგის ჯგუფმა შეისწავლა შემდეგი სკოლების (გიმნაზიების) რეალური მდგომარეობა:
1) თბილისის წმ. ილია მართლის სახელობის გიმნაზია;
2) თბილისის წმ. ექვთიმე და წმ. გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებელ ქრისტიანთა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა;
3) მცხეთის წმ. ათორმეტი მოციქულის სახელობის გიმნაზია;
4) გორის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია;
5) ქარელის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია;
6) ხაშურის წმ. ექვთიმე ათონელის სახელობის სასულიერო ლიცეუმი;
7) ხაშურის წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის საშუალო სკოლა;
8) ბოლნისის წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლა;
9) ყვარლის წმ. ილია მართლის სახელობის გიმნაზია;
10) ალავერდის ეპარქიასთან არსებული თელავის წმ. ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახ. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა.
2009-2010 და 2010-2011 სასწავლო წლებში ჩატარებული საპატრიარქოსთან არსებული სკოლების (გიმნაზიების) ნაწილის მონიტორინგის შედეგები შეიძლება დამაკმაყოფილებლად ჩაითვალოს. 2011-2012 სასწავლო წალებში ეს სკოლები (გიმნაზიები) იმყოფებიან `ავტორიზაციის რეჟიმში~, რაც პედკოლექტივების განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომ წელს მონიტორინგი არ განხორციელებულა. აღსანიშნია, რომ დღეისთვის საპატრიარქოსთან არსებული სკოლების იმ ნაწილმა, რომელმაც შეიტანა განაცხადი ავტორიზაციაზე, წარმატებით განვლო ეს პროცესი, ამით განათლების სამინისტროც ადასტურებს საპატრიარქოსთან არსებული სკოლების წარმატებებს.

 

განათლების ცენტრის კურატორთა მიერ 2009-2011წწ.-ში
ჩატარებული მონიტორინგის შედეგები

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრში 2009 წლიდან მუშაობს საპატრიარქოსთან არსებული სკოლების (გიმნაზიების) მონიტორინგის ჯგუფი ...

ვრცლად

 

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული სკოლების ნუსხა,
რომელთაც 2010-11წწ. ჩაუტარდათ სხვადასხვა სახის ტრეინინგები

საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ სკოლებს განათლების ცენტრის ეგიდით ჩაუტარდათ ტრეინინგები. სულ 617-მა პედაგოგმა...

ვრცლად

 

 

ლექცია დიეტოლოგიის საკითხებზე წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახ. გიმნაზიაში (განათლების ცენტრის ეგიდით)

საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ სკოლებს განათლების ცენტრი კურირებს ...

ვრცლად

 

ღია გაკვეთილი გერმანულ ენაში
წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახ. გიმნაზიაში

საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ სკოლებს განათლების ცენტრი კურირებს ...

ვრცლად

 

გორის გიმნაზიაში ჩატარებული საშობაო ფესტივალი „გენეთლია“ -2012

საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ სკოლებს განათლების ცენტრი კურირებს ...

ვრცლად

 

 

 


ინფორმაცია

საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი სასწავლებლები

საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ სასწავლებლებს განათლების ცენტრი კურირებს ...

ვრცლად

საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი სკოლები

საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ სკოლებს განათლების ცენტრი კურირებს ...

ვრცლად

პედაგოგთა კონფერენციების მასალები

29
ოქტ.

პედაგოგთა V კონფერენცია საპატრიარქოში (29 ოქტომბერი 2011)

პედაგოგთა V კონფერენცია-სემინარის შესახებ ინფორმაცია, მოხსენებების ტექსტები, ფოტო- და ვიდეო-მასალა.

29
აპრ.

პედაგოგთა IV კონფერენცია საპატრიარქოში (29 აპრილი 2011 წ.)

პედაგოგთა IV კონფერენცია-სემინარის შესახებ ინფორმაცია, მოხსენებების ტექსტები, ფოტო- და ვიდეო-მასალა.

17
იანვ.

პედაგოგთა III კონფერენცია საპატრიარქოში (17 იანვარი 2011 წ.)

პედაგოგთა III კონფერენცია-სემინარის შესახებ ინფორმაცია, მოხსენებების ტექსტები, ფოტო- და ვიდეო-მასალა.

07
ივნისი

პედაგოგთა II კონფერენცია საპატრიარქოში (7 ივნისი 2010 წ.)

პედაგოგთა II კონფერენცია-სემინარის შესახებ ინფორმაცია, მოხსენებების ტექსტები, ფოტო- და ვიდეო-მასალა.

17
მაისი

პედაგოგთა I კონფერენცია საპატრიარქოში (17-18 მაისი 2010)

პედაგოგთა I კონფერენცია-სემინარის შესახებ ინფორმაცია, მოხსენებების ტექსტები, ფოტო- და ვიდეო-მასალა.

28
დეკემ.

პედაგოგთა I შეკრება საპატრიარქოში (28 დეკემბერი 2009)

პედაგოგთა I შეკრების შესახებ ინფორმაცია.

ჩვენი მისამართია

ქ. თბილისი. საქართველოს საპატრიარქო,
ერეკლე II-ს მოედანი #1., ოთახი #306.
ტელ./ფაქსი - 8-32-298-89-78;
magtipix - 8-790-309-991.