საპატრიარქოს განათლების ცენტრსა და CIU-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 


 

17 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულმა წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (CIU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

საპატრიარქოს მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა განათლების ცენტრის თავმჯდომარემ, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი), CIU-ს მხრიდან – უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა კახაბერ კორძაიამ.

დოკუმენტის მიხედვით, საპატრიარქოს განათლების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სკოლების კურსდამთავრებული, CIU-ში ჩაბარების შემთხვევაში, ისწავლიან 40%-იანი შიდა დაფინანსებით.

ღონისძიებას უძღვებოდა CIU-ს რექტორის მრჩეველი, ბატონი გიორგი ფარეშიშვილი.

ბატონმა კახაბერ კორძაიამ გაღნიშნა, რომ CIU მიზნად ისახავს მომავალი თაობის აღზრდას ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების საფუძველზე; უნივერსიტეტის პროფესურის ძალისხმევა მიმართულია იმ დარგების სპეციალისტების აღზრდა, რომლებიც სადღეისოდ აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის. ცოდნა, რომელსაც აქ სტუდენტები იძენენ მოიცავს ამა თუ იმ დარგის ყველა საფეხურს - ელემენტარულიდან უმაღლესამდე.

განათლების ცენტრის თავმჯდომარემ, მიტოპოლიტმა იოანემ აღნიშნა, რომ ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც უნივერსიტეტი მემორანდუმს დებს საპატრიარქოს სკოლებთან ამგვარი მასშტაბური თანამშრომლობის.

ამ დოკუმენტის ხელმოწერას წინ უძღოდა საპატრიარქოს სკოლების მოსწავლეების მონაწილეობა პროფესიული ორიენტაციის ტრენინგებსა და სასკოლო-შემეცნებით პროექტებში, ამის პარალელურად სკოლების დირექტორებმა გაიარეს ტრენინგკურსი სასკოლო განათლების მენეჯმენტში. ღონისძიებაზე განხორციელებული პროექტები წარმოადგინეს: CIU-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბატონმა დავით გვეტაძემ, CIU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების მიმართულების ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მარინე უგულავამ, განათლების ცენტრის კოორდინატორმა, ქალბატონმა ნატალია კოპალეიშვილმა და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, ბატონმა გიორგი ხატიძემ. დასასრულს CIU-ს სერტიფიკატები გადაეცათ ტრენინგკურსში მონაწილე დირექტორებსა და მასწავლებლებს.

მემორანდუმის სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე „ვრცლად“. ვრცლად

   

სასკოლო საგანმანათლებლო პროექტი საპატრიარქოს განათლების ცენტრის თანამშრომლობით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან

 


 

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ძალისხმევით მომზადდა სასკოლო საგანმანათლებლო პროექტი საქართველოს საპატრიარქოს ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლების X, XI, XII კლასების მოსწავლეებისათვის, მასწავლებლებისათვის და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

პროექტი მიმდინარეობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, ბატონ კახაბერ კორძაიას პატრონაჟით და საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელის, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი) ლოცვა-კურთხევით.

საპატრიარქოს სასწავლებლების აბიტურიენტებისათვის ჩატარდა პრესაუნივერსიტეტო პროფესიული მასტერ-კლასები, რომლებიც 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ექვსი სხვადასხვა მიმართულებით:

1) საერთაშორისო პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლა;

2) გახდი იურისტი;

3) მევენახეობა-მეღვინეობის სკოლა;

4) მედია-სკოლა;

5) ბიზნეს აკადემია;

6) მედიცინის სკოლა.

მასტერ-კლასებში აქტიურად იყვნენ ჩართულები X, XI, XII კლასების მოსწავლეები, რომელთათვის პროფორიენტაციის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი და საუკეთესო შესაძლებლობა იყო უნივერსიტეტის ბაზაზე სხვადასხვა პროფესიების გაცნობა და სწორი და გააზრებული პროფესიული არჩევანის გაკეთება.

პროექტის ფარგლებში, დედა ენის დღესთან დაკავშირებით გამოცხადდა ესეების კონკურსი: „სახელმწიფო ენა-ქვეყნის ღირსების საზომი“, რომლის მიზანი იყო მოსწავლეების მიერ სახელმწიფო ენისა და მასთან დაკავშირებული საკითხების უკეთ გაცნობა, კვლევითი, მაღალი სააზროვნო, კომუნიკაციისა და კონკურენტულ გარემოში თანამშრომლობითი უნარების განვითარება, საპატრიარქოს სკოლებსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა და სამომავლოდ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროცესებში ჩართვა.

სახელმწიფო ენისადმი მიძღვნილ ესეების კონკურსში მონაწილეობა მიიღო 24 სკოლის ორმოცდაათამდე მოსწავლემ; მათგან ფინალში გადავიდა 12 მოსწავლე.

ფინალი ჩატარდა საჯაროდ Zoom-ის პლატფორმაზე.

გამარჯვებულები:

1) I ადგილი – ლუკა გაბიძაშვილი (ბოლნისის სკოლა);

2) II ადგილი – თამარ საბიაშვილი (ბოლნისის სკოლა);

3) III ადგილი – ანანო ლაგვილავა (ზუგდიდის სკოლა).

ფინალისტებს, გამარჯვებულებს და მათ მასწავლებლებს გადაეცემათ სიგელები.

ასევე ჩატარდა პროექტი „კამათის ხელოვნება“, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდებში არგუმენტირებული დავის კულტურის, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების, სასაუბრო დროის რაციონალურად სარგებლობის საჭირო ინფორმაციების მოძიების უნარების განვითარება და კომპრომისების მოძებნა და შეთანხმება.

ამ პროექტში მონაწილეობა მიიღეს თბილისის წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და ბიზნესის ფაკულტეტების მიერ მომზადდა ტრენინგ-კურსი: „სასკოლო განათლების მენეჯმენტი“, სკოლის დირექტორებისა და ადმინისტრაციის სხვა წევრებისათვის (სასწავლო ნაწილი, ხარისხის მართვის მენეჯერი).

პროექტის ფარგლებში მოწვეულმა სპიკერებმა, უნივერსიტეტის პროფესორებმა, სკოლის დირექტორებს და მმართველი რგოლის წევრებს გაუზიარეს ცოდნა და გამოცდილება მენეჯმენტისა და მართვის თანამედროვე მეთოდებზე და იმ სამართლებლივ ნორმებსა და დებულებებზე, რომლებიც დღეს აქტუალურია სასკოლო განათლების სისტემაში.

4-5 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფინანსებით აბიტურიენტებისათვის ჩატარდა იმიტირებული ეროვნული გამოცდები ისტორიასა და ინგლისურ ენაში. აბიტურიენტებმა გამოსცადეს საკუთარი თავი მოდელირებულ საგამოცდო პროცესში, გაიარეს ფსიქოლოგიური ადაპტაცია და მიიღეს სწრაფი უკუკავშირი შესრულებული სამუშაოს შესახებ.

პროექტით ასევე გათვალისწინებულია ტრენინგები ქართული ენისა და ლიტერატურის,ისტორიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის. პროექტის ბოლოს იგეგმება საპატრიარქოს განათლების ცენტრის და სკოლების წარმომადგენლების მიწვევა უნივერსიტეტში, სადაც მოხდება ამ მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლო ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტურად აღიარება, მემორანდუმის დადების სახით, სადაც პროექტის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური სერთიფიკატებით და სასწავლო ინვესტიციებით (კერძოდ, კომპიუტერული პროგრამების სწავლების უფასო ვაუჩერით).



დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის წარმატება

ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის სკოლა-ინტერნატის მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები (ანასტასია იაკობიშვილი, მარიამ იაკობიშვილი, დარეჯან ნასრაშვილი, ლალი უთრუთაშვილი, ლიკა ტოკლიკიშვილი და ნინო შეითნიშვილი) და პედაგოგი მარი ჩალახეშაშვილი, დაესწრნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს „გახდი იურისტი“, ხოლო, 5 მაისს, ამავე უნივერსიტეტში - ტრენინგს „აბიტურიენტებისთვის“;აქვე პროექტის

„გახდი იურისტი“ დაჯილდოება გაიმართა.

მოსწავლეებს უნივერსიტეტისგან შესაბამისი სერტიფიკატები, 1000 ლარიანი ციფრული ტექნოლოგიების ვაუჩერი და 5000 ლარიანი CIU CARD გადაეცათ.




სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლის წარმატება

სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლემ, მარიამ ბუაძემ წარმატებას მიაღწია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტში „საერთაშორისო პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლა“ მონაწილეს და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის რეკომენდაციით მიენიჭა CIU-ს ფონდის დამატებითი სასწავლო ინვესტიციები:

1000 ლ. ვაუჩერი – ციფრული ტექნოლოგიების კურსი;

5000 ლ. CIU card – პროფესიული ტრენინგებისთვის.

ვულოცავთ მარიამს ამ წარმატებას!




ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანთლებლო საშუალო სკოლის მოსწავლის წარმატება

შპს „ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანთლებლო საშუალო სკოლის“ მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი ჩიტაიას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული, აბიტურიენტთათვის განკუთვნილი პროექტის „გახდი იურისტის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში თანმიმდევრული, აქტიური და წარმატებული - შედეგიანი მონაწილეობისათვის,ადმინისტრაციიისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანის ერთობლივი გადაწყვეტილებით, მიენიჭა CIU ფონდის დამატებითი სასწავლო ინვენსტიციები და დაჯილდოვდა:

1. სერთიფიკატით;

2. 1000₾ ვაუჩერი - ციფრული ტექნოლოგიების კურსი;

3. 5000₾ CIU CARD

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიზანს წარმოადგენს გიორგი ჩიტაიასთან დასაწყისიდანვე პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება და ამ მზაობას სასწავლო ინვესტიციებით ადასტურებს. ვულოცავთ მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას!




წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლის წარმატება

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის X-ბ კლასის მოსწავლემ გიორგი ჯანჯღავამ, მონაწილეობა მიიღო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ განხორციელებულ პროექტში - „საერთაშორისო პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლა“.

სატრენინგო პროგრამის სრულყოფილად გავლისთვის და პროექტში ხარისხიანი მონაწილეობისთვის გიორგი უნივერსიტეტისგან დაჯილდოვდა 5000 ლარიანი ვაუჩერით.

ასევე, 2022-2023 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, სრულად დაფინანსებულია დამატებითი სასწავლო პროგრამა „ციფრული ტექნოლოგიების კურსი“ (1000 ლ).

ვულოცავთ გიორგის წარმატებას და მადლობას ვუხდის თავისი სკოლის სახელის ღირსეულად წარმოჩენისთვის.




საპატრიარქოს სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელების მორიგი შეხვედრა

14 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელის, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, იოანეს ლოცვა- კურთხევით, ქუთაისში, გელათის აკადემიისა და სემინარიის შენობაში შედგა საპატრიარქოს სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელების მორიგი შეხვედრა.

შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:

1. ავტორიზაციის მოთხოვნები, სტანდარტები, ადამიანური რესურსები – ჩვენი სკოლების ყოფილი პრაქტიკოსი, ე. წ. უსტატუსო პედაგოგების საკითხის განხილვა;

2. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მდგომარეობა საპატრიარქოს სკოლებში;

3. "განმავითარებელი შეფასება" – ოზურგეთის წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახ.სამრევლო სკოლის გამოცდილების გაზიარება;

4. სხვა მიმდინარე საკითხები და გამოწვევები. ვრცლად



„ჩვენი სკოლის მიღწევები საინტერესო აღმოჩნდა განათლების სფეროში მოღვაწე მსოფლიო საზოგადოებისთვის და ჩვენ მათ საკუთარი გამოცდილება გავუზიარეთ“

ინტერვიუ საპატრიარქოსთან არსებული სენაკის წმ. ალექსი შუშანიას სახ. მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის დირექტორთან, ქალბატონ ნინო ჯანჯღავასთან

საპატრიარქოსთან არსებულმა სენაკის წმ. ალექსი შუშანიას სახ. მართლმადიდებლურმა სკოლა-გიმნაზიამ მონაწილეობა მიიღო პროექტში „განათლების მსოფლიო კვირეული“ და დიდი გამარჯვება მოიპოვა. იგი მსოფლიოს ას საუკეთესო სკოლას შორის დასახელდა.

„განათლების მსოფლიო კვირეული“ ყოველწლიურად ტარდება პროექტ „გლობალური განათლების ფორუმის“ ფარგლებში. ამ პროექტს ახორციელებს ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია T4-ჯგუფი, რომელსაც სათავეში უდგას განათლების სფეროში მსოფლიო მასშტაბით ცნობილი პიროვნება და მრავალი საგანმანათლებლო პროექტის ავტორი, ბატონი ვიკას პოტა.

ამ დიდი წარმატების თაობაზე ვესაუბრეთ სენაკის წმ. ალექსი შუშანიას სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნინო ჯანჯღავას. ვრცლად



პედაგოგთა მორიგი კონფერენცია განათლების ცენტრის ეგიდით

28 ივნისს, საპატრიარქოს განათლების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, ქუთაისში, გელათის სასულიერო სემინარია-აკადემიის შენობაში, შედგა მართლმადიდებლური სკოლების მორიგი კონფერენცია.

კონფერენციას უძღვებოდა განათლების ცენტრის თავმჯდომარე, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი). შეკრებას დაესწრნენ განათლების ცენტრის თანამშრომლები, მართლმადიდებლური სკოლების პედაგოგები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ეს მორიგი სამუშაო შეხვედრა სკოლისთვის აქტუალური საკითხების განხილვას მიეძღვნა: იმსჯელეს მიმდინარე სასწავლო წლის შედეგებსა და ახალი სასწავლო წლის გამოწვევებზე, ასევე, ახალი სკოლის მოდელის დანერგვის გზებსა და შესაძლებლობებზე.

მოხსენებები გააკეთეს:

საპატრიარქოს განათლების ცენტრის კოორდინატორმა ნატალია კოპალეიშვილმა; საპატრიარქოს განათლების ცენტრის კოორდინატორმა ნინო ჯანჯღავამ; ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სკოლის პრორექტორმა, პირიმზე რურუამ; ბოლნისის წმ. იოანე ბოლნელის სახ. სკოლის დირექტორის მოადგილემ, ნინო დევნოზაშვილმა; თბილისის წმ. კეთილმსახური მეფე თამარის სახ. სკოლა-პანსიონის ხარისხის მართვის მენეჯერმა, მარინე გოგოლაძემ.

მეუფე იოანეს ლოცვა-კურთხევით დაიგეგმა სხვადასხვა სახის ტრენინგ-შეხვედრები ზაფხულის პერიოდში.





სკოლების მონიტორინგი დასავლეთ საქართველოში

30.03.2021 – 15.05.2021 შუალედში საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა იოანემ, ცენტრის კოორდინატორებთან: ქ-ნ ნატალია კოპალეიშვილსა და ქ-ნ ნინო ჯანჯღავასთან ერთად, მოინახულეს მართლმადიდებლური სკოლები დასავლეთ საქართველოში:

შემოქმედის ეპარქიის 4 სკოლა: ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. სასულიერო გიმნაზია, ოზურგეთის წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახ. სამრევლო სკოლა, ოზურგეთის წმ. ნინოს სახ. სამრევლო სკოლა და ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახ. სამრევლო სკოლა;

ჭყონდიდის ეპარქიის მარტვილის წმ. ამბროსი ხელაიას სახ. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა-პანსიონი და

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში, ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. სკოლა და ფერიის წმ. მატათა მოციქულის სახ. სკოლა-პანსიონი.

ვიზიტის მიზანი იყო სკოლებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მონიტორინგი.

განათლების ცენტრის წარმომადგენლების აზრით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ფერიის პანსიონსის გამორჩეულად სულიერი და სასწავლო-სააღმზრდელო გარემო, სადაც მათ იხილეს სიყვარულით, სითბოთი და მზრუნველობით აღსავსე ურთიერთობები.





განათლების ცენტრის წარმომადგენლები ოზურგეთის სკოლას ეწვივნენ

1 აპრილს, ოზურგეთის წმიდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლას, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მიმდიანრეობის უკეთ გაცნობის მიზნით ეწვივნენ საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარე, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) და ცენტრის თანამშრომლები - ნინო ჯანჯღავა და ნატალია კოპალეიშვილი.

განათლების ცენტრის წარმომადგენლები სამივე საფეხურის სხვადასხვა კლასში 18 გაკვეთილს დაესწრნენ და პედაგოგებს საჭირო რჩევები მისცეს. ვრცლად



საპატრიარქოს სკოლებმა მორიგ კონფერენციაზე ნოვაციებზე ისაუბრეს

2021 წ. 8 მარტს, საპატრიარქოსთან არსებული წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის ორგანიზებით, წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში, შედგა საპატრიარქოს სკოლების პედაგოგთა მორიგი კონფერენცია.

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა განათლების ცენტრის თავმჯდომარემ, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი). მეუფე იოანემ საუბარში აღნიშნა, რომ ეს მორიგი სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავს საპატრიარქოს სკოლების ერთგვარი ანგარიშის მოსმენას მათი მოღვაწეობის შესახებ მიმდინარე სასწავლო წლის პერიოდში, მათი გამოცდილებების, ხარვეზებისა და წარმატებებების ანალიზს; ასევე სკოლების ფინანსური მდგომარეობის განხილვას, რისი განხორციელება შეძლეს ან ვერ შეძლეს მათ ფინანსური პრობლემების გამო. `შემდეგ ამ ინფორმაციებს შევაჯამებთ, რომ წარმოდგენა შეგვექმნას სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე" _ აღნიშნა მეუფე იოანემ და დასძინა: `სინოდის სხდომებზე პატრიარქი ყოველთვის ინტერესდება განათლების ცენტრის საქმიანობით და საპატრიარქო სკოლებში არსებული ვითარებით და ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით ჩვენ მოვახსენებთ მას სკოლებში არსებულ ხარვეზებზე, წარმატებებზე და სამომავლო პერსპექტივებზე". სკოლის საქმიანობის ამგვარი ანალიზი, მეუფე იოანეს აზრით, ასევე სასარგებლოა თითოეული სკოლისთვის, რადგან მათ თავადაც უკეთ დაინახონ განვლილი გზა, შეაჯამონ მიღწევები და დაგეგმონ ახალი საქმიანობა მომავალი სასწავლო წლისათვის.

ვრცლად

 




საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული სასწავლებლები

საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ სასწავლებლებს განათლების ცენტრი კურირებს ...

ვრცლად

საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული სკოლები

საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ სკოლებს განათლების ცენტრი კურირებს ...

ვრცლად
3
სექტ.

პედაგოგთა კონფერენცია (3 სექტემბერი, 2020 წ.)

პედაგოგთა კონფერენციის მასალა.



ქ. თბილისი. საქართველოს საპატრიარქო,
ერეკლე II-ს მოედანი #1., ოთახი #306.
ტელ.: 32-298-89-78;