განათლების ცენტრის წარმომადგენლები ოზურგეთის სკოლას ეწვივნენ

1 აპრილს, ოზურგეთის წმიდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლას, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მიმდიანრეობის უკეთ გაცნობის მიზნით ეწვივნენ საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარე, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) და ცენტრის თანამშრომლები - ნინო ჯანჯღავა და ნატალია კოპალეიშვილი.

განათლების ცენტრის წარმომადგენლები სამივე საფეხურის სხვადასხვა კლასში 18 გაკვეთილს დაესწრნენ და პედაგოგებს საჭირო რჩევები მისცეს. ვრცლად



საპატრიარქოს სკოლებმა მორიგ კონფერენციაზე ნოვაციებზე ისაუბრეს

2021 წ. 8 მარტს, საპატრიარქოსთან არსებული წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის ორგანიზებით, წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში, შედგა საპატრიარქოს სკოლების პედაგოგთა მორიგი კონფერენცია.

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა განათლების ცენტრის თავმჯდომარემ, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი). მეუფე იოანემ საუბარში აღნიშნა, რომ ეს მორიგი სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავს საპატრიარქოს სკოლების ერთგვარი ანგარიშის მოსმენას მათი მოღვაწეობის შესახებ მიმდინარე სასწავლო წლის პერიოდში, მათი გამოცდილებების, ხარვეზებისა და წარმატებებების ანალიზს; ასევე სკოლების ფინანსური მდგომარეობის განხილვას, რისი განხორციელება შეძლეს ან ვერ შეძლეს მათ ფინანსური პრობლემების გამო. `შემდეგ ამ ინფორმაციებს შევაჯამებთ, რომ წარმოდგენა შეგვექმნას სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე" _ აღნიშნა მეუფე იოანემ და დასძინა: `სინოდის სხდომებზე პატრიარქი ყოველთვის ინტერესდება განათლების ცენტრის საქმიანობით და საპატრიარქო სკოლებში არსებული ვითარებით და ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით ჩვენ მოვახსენებთ მას სკოლებში არსებულ ხარვეზებზე, წარმატებებზე და სამომავლო პერსპექტივებზე". სკოლის საქმიანობის ამგვარი ანალიზი, მეუფე იოანეს აზრით, ასევე სასარგებლოა თითოეული სკოლისთვის, რადგან მათ თავადაც უკეთ დაინახონ განვლილი გზა, შეაჯამონ მიღწევები და დაგეგმონ ახალი საქმიანობა მომავალი სასწავლო წლისათვის.

სამუშაო შეხვედრაზე ასევე განიხილეს: პანდემიის პირობებში შექმნილი ახალი რეალობის, დისტანციურად მუშაობის, სასწავლო ეროვნული გეგმის, სკოლის მართვის ელექტრონული სისტემების ინოვაციური მეთოდების და სხვა აქტუალური საკითხები.

ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით აუდიტორიის წინაშე მოხსენებებით წარდგნენ:
განათლების ცენტრი კოორდინატორი, ქალბატონი ნატალია კოპალეიშვილი, თემით _ `განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, მონიტორინგი და თვითშეფასება";

სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის დირექტორი, ქალბატონი ნინო ჯანჯღავა, თემით _ `მასწავლებელთა პროფესიული და კარიერული წინსვლის ახალი სქემის გამოწვევები";
ბოლნისის წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის დირექტორი, ქალბატონი ნინო დევნოზაშვილი, თემით _ `მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის და ახალი სკოლის მოდელის დანერგვის გზები".

განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების, მონიტორინგისა და თვითშეფასების თემაზე მოხსენებაში, ქალბატონმა ნატალია კოპალეიშვილმა აღნიშნა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა პერიოდულ განახლებას მოითხოვს, მასში უნდა აისახოს როგორც მოსწავლეებისა და პედაგოგების საჭიროებები, ისე საერთაშორისო პრაქტიკა, განათლების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციები. ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ვექტორი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა და განათლების ხარისხზე საუბრისას ფოკუსი კეთდება მოსწავლეების მიერ მიღებული განათლების ხარისხზე, რაც არის მოსწავლეების ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობის მიმართება ჩვენ მიერ დასახულ მიზნებთან. ახალი თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში განისაზღვრა ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების მიზნები. სტანდარტის საფეხურებრივი შედეგების შემოტანით, ყოველ კონკრეტულ სკოლას ეძლევა საშუალება, საგაკვეთილო პროცესი მოსწავლეების შესაძლებლობებისა და საჭიროებების გათვალისწინებით დაგეგმოს. ამავე დროს, შენარჩუნდა წლიური პროგრამებიც, სკოლას ეძლევა საშუალება, სტანდარტის შედეგების მისაღწევად, სურვილის შემთხვევაში, გაჰყვეს მომზადებულ წლიურ პროგრამებს. ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში უნდა გამოიკვეთოს პრიორიტეტული თემები და მათზე დაყრდნობით შექმნილი სასკოლო პროექტები. სასწვლო გეგმის კარგად დანერგვას და განვითარებას ხელს შეუწყობს ორიენტირებული მონიტორინგისა და შეფასების სისტემების დანერგვა.

პედაგოგთა პროფესიული წინსვლის ახალი სქემის გამოწვევებთან დაკავშირებით, ქალბატონმა ნინო ჯანჟღავამ ისაუბრა შესაბამის დადგენილებაში შესული ცვლილებების შესახებ. ამჟამად მასწავლებლის სტატუსის სახეებია: უფროსი მასწავლებელი, წამყვანი მასწავლებელი და მენტორი მასწავლებელი. უფროსი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პედგოგს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს საგნის გამოცდას. ამისთვის მან უნდა გადალახოს განათლების მინისტრის მიერ დადგენილი ზღვარი, ტესტით განსაზღვრული გარკვეული პროცენტული მაჩვენებელი. ამის შემდეგ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის მიწოდებული მონაცემების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას მიანიჭოს პედაგოგს შესაბამისი სტატუსი. წამყვანი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს უფროს მასწავლებელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფროსი მასწავლებელი უფლებამოსილია განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად. აქვე აღინიშნა, რომ თუკი წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მაძიებელი პედაგოგი გამოცდას ჩააბარებს უმაღლესი შეფასებით და დააგროვებს მენტორი მასწავლებლის წოდების მისაღებად საკმარის შეფასებას, მას მაინც მოუწევს წამყვანი მასწავლებლის საფეხურის გავლა და მენტორი მასწავლებლის სტატუსისთვის განსაზღვრული შესაბამისი პროცედურის გავლა, რადგან ერთ-ერთი საფეხურის გამოტოვებით პედაგოგის სტატუსი ვერ მიიღწევა. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ პედაგოგი გადალახავს დაწესებულ პროცენტულ ზღვარს. პედაგოგს გამოცდაზე მიღებული შედეგი უნარჩუნდება 3 წლის განმავლობაში და ამ პერიოდში მას შეუძლია გაიაროს კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილი. მენტორი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს წამყვან მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, წამყვანი მასწავლებელი უფლებამოსილია განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად. მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ პედაგოგი გადალახავს დადგენილ გარკვეულ პროცენტულ ზღვარს. პირს მიღებული შედეგი უნარჩუნდება 3 წლის განმავლობაში და იგი უფლებამოსილია ამ პერიოდში გაიაროს კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილი.

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის და ახალი სკოლის მოდელის დანერგვის გზებზე ისაუბრა ქალბატონმა ნინო დევნოზაშვილმა. მან აღნიშნა, რომ მასწავლებელმა და სკოლამ უნდა შეძლოს მოსწავლეებზე, მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული ისეთი სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება, რომელიც რეალურად იქნება მოსწავლის განვითარების გზა. „ახალი სკოლის მოდელი“ სკოლას იაზრებს, როგორც ერთ მთლიან ორგანიზაციას, სადაც სკოლის დირექტორი, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ერთი გუნდის წევრებად აღიქვამენ თავს და ერთობლივად მუშაობენ სკოლის განვითარებისათვის. მისი მიზანია სკოლაში სასკოლო კულტურის განვითარება და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, რისთვისაც საჭიროა: კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებზე დაფუძნებული სასკოლო კურიკულუმის დანერგვა-განვითარება, სკოლის მართვის ეფექტური მიდგომების განვითარება, ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება სწავლა-სწავლების პროცესში და წინსვლის ხელშემწყობი შეფასების სისტემის შექმნა. ქალბატონმა ნინომ შეკრებილ აუდიტორიას საკუთარ გამოცილებაზე ესაუბრა სასკოლო კურიკულიუმზე მუშაობის შესახებ, რომელიც მთლიანად ეყრდნობა კომპლექსურ დავალებებს. ამასთან, კომპლექსურ დავალებებს ყველა პედაგოგი თავადვე ადგენს. ბოლნისის სკოლამ გადაწყვიტა, რომ 2020-2021 სასწავლო წლის V-VIII კლასების ყველა შემაჯამებელი დავალება ყოფილიყო კომპლექსური, განმსაზღვრელი და განმავითარებელი ტაქსონომიით. მათ სკოლაში შეიქმნა მხარდამჭერთა ჯგუფი, დირექციის, ხარისხის მართვისა და ინოვაციების მაძიებელი პედაგოგები. ჯგუფის მიერ ჩატარდა არაერთი ტრენინგი, სემინარი თუ ვებინარი. მშობელთა სასწავლო პროცესში მეტი ჩართულობისთვის სენაკის სკოლამ არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ ერთად ჩაატარა ტრენინგები.

დასასრულს კონფერენციაზე იმსჯელეს სკოლების მართვის ელექტრონულ სისტემებზე. პედაგოგებმა თავიანთი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე გააკეთეს პრეზენტაცია სქულბუქისა (https://schoolbook.ge) და ედუფეიჯის (https://www.edupage.org) პლატფორმებზე. SchoolBook-ისა და Edupage-ის ელექტრონული სისტემები ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ახალ სიტყვას წარმოადგენს. ესაა სასწავლო პროცესის მართვის ინოვაციური მიდგომა; იგი ჩვენს ქვეყანაში 7-8 წლის წინ დაინერგა და სადღეისოდ უკვე თანამედროვე განათლების სისტემის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. პრეზენტაცია შცჰოოლBოოკ-ის პლატფორმაზე შექმნილ სასწავლო პროცესის მართვის შესახებ წარმოადგინა ვანის წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური გიმნაზიის დირექტორი, ბატონმა ილია სულაქველიძემ. იმავე საკითხზე თავისი სასკოლო გამოცდილება გაუზიარა შეკრებილ აუდიტორიას თბილისის წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახ. სკოლა-პანსიონის პრორექტორმა, ქალბატონმა მაყვალა ანთაძემ. სკოლის მართვის ელექტრონულ სისტემა EდუPაგე-ის პლატფორმაზე პრეზენტაცია წარმოადგინა და საკუთარ გამოცილებაზე ისაუბრა სამტრედიის წმინდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ეკა კოპალეიშვილმა.

დასასრულს მიტროპოლიტმა იოანემ შეაჯამა გამოთქმული მოსაზრებები და აღნიშნა: `არსებობს განათლების სამინისტროს ახალი მოთხოვნა, რომ ყველა საკოლაში უნდა იყოს ხარისხის მართვის წამყვანი ხელმძღანელი. და თუკი ამ მიზნისთვის სკოლის სახელფასო ფონდი ახალი შტატის გამოყოფის საშუალებას არ იძლევა, შესაძლებელია ეს ფუნქცია შეითავსოს რომელიმე პედაგოგმა, შესაბამისი სახელფასო დანამატით." მეუფე იოანემ ასევე ისაუბრა განათლების სამინისტროს სხვა ახალ მოთხოვნაზე, რომ ყველა სკოლას ჰყავდეს ფსიქოლოგი; ამასთან დაკავშირებით მეუფემ ხაზი გაუსვა, რომ ამ ფუნქციას საპატრიარქოს სკოლებში, ძირითადად, მოძღვრები ასრულებენ, თუმცა მრავალ სკოლაში არის მოძღვარიც და ფსიქოლოგიც. `უნდა აღინიშნოს, რომ წლების წინ ჩვენ შევთავაზეთ განათლების სამინისტროს სკოლებში ფსიქოლოგის შეყვანის საკითხი; ეს იყო ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე მანდატურის ინსტიტუტს შემოიღებდნენ ზოგადი განათლების სივრცეში. შემდეგ მუდამ ვაკეთებდით აქცენს სკოლებში ბავშვთა ფსიქოლოგის ფუნქციის აუცილობლობაზე, რადგან წლების მანძილზე სააღმზრდელო მუშაობა სკოლებში არ მიმდინარეობდა. ამასთან, ბავშვთა ფსიქოლოგია _ ეს ცალკე პროფილია, რადგან ბავშვი სკოლაში სამ ასაკობრივ საფეხურს გადის: I _ 6-10 წლამდე, II _ 11-15 წლამდე, III _ 16-18 წლამდე. და ამ საფეხურებზე მას აქვს განსხვავებული აღქმის, მზაობის, კომუნიკაციის, თვითგამოხატვის და გარემოს აღქმის უნარები. ამიტომ საჭიროა ამ ასაკობრივ კატეგორიებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება. ამგვარად, ეს ნოვაციები, რაც სამინისტრომ შემოიღო მისასალმებელია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ დარგის სპეციალისტები ყველა სკოლას ვერ მოიცავს, მათი სიმცირის გამო... სხვა ბევრ საკითხშიც წინ გაუსწრო საპატრიარქოს სკოლებმა განათლების სამინისტროს. მაგალითად, როდესაც მოითხოვეს კათედრების შექმნა, ჩვენთან ეს უკვე დანერგილი იყო; იგივე შეიძლება ითქვას საგნების გაერთიანებასა თუ დაყოფაზე, ჩვენი სკოლების პროგრამებში ეს საკითხიც გარკვეული იყო... შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სკოლები უფრო სტაბილურად მოღვაწეობენ, ვიდრე საჯარო სკოლები... სამწუხაროა, რომ განათლების რეფორმა ხორციელდება რეფორმის ერთიანი კონცეფცია არსებობის გარეშე და იგი არ არის თავიდან ბოლომდე გათვლილი ეტაპობრივად. როდესაც ყოველწლიურად რაღაც იცვლება, ასეთი მიდგომა სასწავლო პროცესზე დამანგრეველად მოქმდებეს. იმედი გვაქვს, რომ ეს ვითარება დასტაბილურდება..." _ აღნიშნა მეუფე იოანემ თავის შემაჯამებელ სიტყვაში.

 




საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული სასწავლებლები

საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ სასწავლებლებს განათლების ცენტრი კურირებს ...

ვრცლად

საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული სკოლები

საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ სკოლებს განათლების ცენტრი კურირებს ...

ვრცლად
3
სექტ.

პედაგოგთა კონფერენცია (3 სექტემბერი, 2020 წ.)

პედაგოგთა კონფერენციის მასალა.



ქ. თბილისი. საქართველოს საპატრიარქო,
ერეკლე II-ს მოედანი #1., ოთახი #306.
ტელ.: 32-298-89-78;